რას გვიქადის მომავალი?
1. პროექტის სახელი: რას გვიქადი მომავალი?
2. პროექტი მოკლე აღწერა: გლობალური დათბობის და „სათბურის ეფექტის“ უარყოფითი შედეგები, მათი თავიდან აცილების გზები.
3. პროექტის სრული აღწერა:
პროექტში აღწერილი იქნება გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები, შედეგები, საზოგადოების აზრი გალობალურ დათბობასთან დაკავშირებით, გლობალური დათბობის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებების შედეგები და მისი შესაძლო თავიდან აცილების გზები
4. მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი
5. ვადები– ხანგრძლივობა: დეკემბერ–იანვარი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეები გაეცნობიან „სათბურის ეფექტის“ არსს, მისი შემოქმედებით გამოწვეული გლობალური დათბობის უარყოფით შედეგებს. ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდებიან საერთაშორისო– საგანმანათლებლო პროგრამის ENO–სკოლების ქსელის პროექტის – „Climate Change“–ს მონაწილეებს, რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. მოაწყობენ დისკუსიებ, პრეზენტაციებს, იმსჯელებენ აღნიშნული ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების გზებზე, მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, განათავსებენ თავიანთ მასალებს ინტერნეტში.
7. მოსალოდნელი შედეგები – პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიძლება ბლოკების სახით ვებ–გვერდები, მოხდება სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, მოსწავლეები ერთობლივად იმსჯელებენ „სათბურის ეფექტის“ შემცირებისა და გლობალური დათბობის თავიდან აცილების გზებზე.
8. სასარგებლო სხვებისათვის:
დაინტერესებული პირები დაათვალიერებსნ მოზარდთა ნამუშევრებს, ჩაერთვებიან დისკუსიაში, იმსჯელებენ, გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესების სფეროს, გააკეთებენ კომენტარებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, ინფორმატიკასთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განიხილება: ბუნების დაცვის საკითხის აუცილებლობა, ბუნებაში ადამიანების დაუფიქრებლად ჩარევის უარყოფითი შედეგები.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილფიტატორის სახელი: მანანა ბერიკაშვილი
თანაავტორებინი: თინათინ ხუციშვილი, ანი ფორჩხიძე, ლადო ბურჯანაძე, ნოდარ დანელია
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:berikashvili.manana@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ–ბლოგები : globaluridatboba-160
Комментариев нет:
Отправить комментарий