четверг, 16 декабря 2010 г.

აქტუალური თემა!

რას გვიქადის მომავალი?
1.     პროექტის სახელი: რას გვიქადი მომავალი?
2.       პროექტი მოკლე აღწერა: გლობალური დათბობის და „სათბურის ეფექტის“ უარყოფითი შედეგები, მათი თავიდან აცილების გზები.
3.     პროექტის სრული აღწერა:
პროექტში აღწერილი იქნება გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები, შედეგები, საზოგადოების აზრი გალობალურ დათბობასთან დაკავშირებით, გლობალური დათბობის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებების შედეგები და მისი შესაძლო თავიდან აცილების გზები
4.     მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი
5.     ვადები– ხანგრძლივობა: დეკემბერ–იანვარი
6.     პროექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეები გაეცნობიან „სათბურის ეფექტის“ არსს, მისი შემოქმედებით გამოწვეული გლობალური დათბობის უარყოფით შედეგებს. ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდებიან საერთაშორისო– საგანმანათლებლო პროგრამის  ENO–სკოლების ქსელის პროექტის – „Climate Change“–ს მონაწილეებს, რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. მოაწყობენ დისკუსიებ, პრეზენტაციებს, იმსჯელებენ აღნიშნული ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების გზებზე, მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, განათავსებენ თავიანთ მასალებს ინტერნეტში.
7.     მოსალოდნელი შედეგები – პროექტები, რაც  შეიძლება შეიქმნას:
შეიძლება ბლოკების სახით ვებ–გვერდები, მოხდება სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, მოსწავლეები ერთობლივად იმსჯელებენ „სათბურის ეფექტის“ შემცირებისა და გლობალური დათბობის თავიდან აცილების გზებზე.
8.     სასარგებლო სხვებისათვის:
დაინტერესებული პირები დაათვალიერებსნ მოზარდთა ნამუშევრებს, ჩაერთვებიან დისკუსიაში, იმსჯელებენ, გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესების სფეროს, გააკეთებენ კომენტარებს.
9.     სამუშაო ენა: ქართული
10.                 საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, ინფორმატიკასთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განიხილება: ბუნების დაცვის საკითხის აუცილებლობა, ბუნებაში ადამიანების დაუფიქრებლად ჩარევის უარყოფითი შედეგები.
11.                მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.  პროექტის ფასილფიტატორის სახელი: მანანა ბერიკაშვილი
თანაავტორებინი: თინათინ ხუციშვილი, ანი ფორჩხიძე, ლადო ბურჯანაძე, ნოდარ დანელია
13.                პროექტის ფასილიტატორის ელ.           ფოსტა:berikashvili.manana@gmail.com
14.                პროექტის ფორუმი:
15.                პროექტის ვებ–ბლოგები :  globaluridatboba-160

რას გვიქადის მომავალი?

ცოტა რამ გლობალური დათბობის შესახებ
რას გვიქადის მომავალი?
ატმოსფეროში შემოღწეული მზის სხივები, რომლებსაც ატარებს ჰაერი, ათბობს დედამიწა და მასზე არსებული საგნები გამოყოფენ ინფრაწითელ გამოსხივებას, რომელსაც ატმოსფეროს ზედა ფენებისკენ აღარ ატარებენ ჰაერში არსებული აირები: CO2, N2O, CH4 და ა.შ. დედამიწის  ზედაპირზე გროვდება სითბო, რომელიც „სათბურის ეფექტს“ ქმნის ეს კი ბლობალური დათბობის მიზეზი ხდება.

გლობალური დათბობის გავლენა სოფლის მეურნეობაზე

გლობალური დათბობის გავლენა სოფლის მეურნეობაზე
გლობალური დათბობა უარყოფითად და მოქმედებს სოფლის მეურნეობაზე. დათბობა ხელს უწყობს ყურძნის ნაადრევად დამწიდებას, რის გამოც ნაყოფი კარგავს არომატს და მჟავიანობას, ღვინის ხარისხი დაბლა იწევს.
დათბობის შედეგად საქართველოში გვალვების სიხშირემ 3–ჯერ მოიმატა, რის გამოც განადგურდა მცენარეთა ბევრი სახეობა, ხოლო ქართული ხორბალი მხოლოდ კოლექციებშია შემორჩენილი.
გლობალური დათბობის შედეგებია: სურსათის უკმარისობა, შიმშილი, პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი, მომსახურების დაბალი დონე და სხვა. მოსალოდნელია ისეთი სტიქიური ბუნებრივი მოვლენები,
როგორიცაა კულტურისა და სულიერ ფასეულობათა კრიზისი, საშიშ დაავადებათა გავრცელება და ა.შ.

გლობალური დათბობის გავლენა ჯანმრთელობაზე

გლობალური დათბობის გავლენა ჯანრთელობაზე
ადამიანი ის ერთადერთი არსებაა, რომელმაც მშვიდი ცხოვრება არ იკმარა და თავისი საქმიანობით დაღი დაასვა ბუნებას. მეცნირები გვარწმუნებენ, რომ ახლოვდება წუთი, როცა შედეგებს ვიწვნევთ და  შესაძლოა, დედამიწაზე, სიცოცხლის არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს. ზოგმა მეცნიერმა კლიმატდამოკიდებული დაავადებებიც კი გამოუყვეს: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი სისტემის, ალერგიული, ინფექციური დაავადებები. მედიცინის ჩარევით შესაძლებელია მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილება.
2003 წელს რამდენიმე დღიანი მაღალი ტემპერატურის გამო ევროპაში ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათგან საფრანგეთში, 15000–მდე, საადაპტაციოთ ღონისძიებების წყალობით მომდევნო ცხელი ზაფხული საფრანგეთში. უმტკივნეულოდ გადაიტანეს, სასურველია, ასეთივე სამსახური საქართველოშიც არსებობდეს.

გლობალური დათბობის მასშტაბები

გლობალური დათბობის მასშტაბები
გლობალური დათბობის პრობლემა ეხება მთელ კაცობრიობას, ყველა ქვეყნიხალხთა და სოციალური ფენების ინტერესებს. დათბობა იწვევს დიდ სოციალურ დანაკარგებს, ხოლო მათი გამწვავება საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია ყველა ქვეყნის ხალხის თანამშრობლობა  და ერთობლივი მოქმედება პლანეტარული მასშტაბით.

გლობალური დათბობის შედეგი

გლობალური დათბობის შედეგები
გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ეკოლოგიური პრობლემები საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას. იგი მშვიდობის და განიარაღების შემდეგ მეორე ადგილზე მდგომი პრობლემაა. ეკოლოგიური კატასტროფების დიდი ნაწილი ბუნებრივი წარმოშობისაა და მოუხედავად თანამედროვე ტექნიკისა, ადამიანი მათ შეჩერებას ვერ ახერხებს. ზარალის დიდი ნაწილი მოდის მიწისძვრებზე, მას მოსდევს ტროპიკული ციკლონი, მიწისძვრები. დედამიწაზე ყოველწლიურად მილიონზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი აღინიშნება.


გლობალური დათბობის პროგნოზი

 გლობალური დათბობის პროგნოზი
პროგნოზი ასეთია: მოხდება ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა, რაც გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. შეიცვლება ნალექების რაოდენობა და გადანაწილება. შემცირდება მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმები. ჯერჯერობით უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი უფრო დაზარალდება ამ ცვლილებიბის შედეგად. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დათბობის მსხვერპლთა რიცხვი დაახლოებით 500 000–მდე გაიზრდება.